მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ახალი ენერგიით და ხალხის ჩართულობის მეთოდებით უნდა დავბრუნდეთ, ეს უნდა იყოს არა ძველის დაბრუნება, არამედ ახლის შექმნა

0
387
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ენერგიით და ბევრად უფრო რბილი, ხალხის ჩართულობის მეთოდებით უნდა დავბრუნდეთ, რადგან ეს კი არ უნდა იყოს ძველის დაბრუნება, არამედ ახლის შექმნა. ჩვენ ისეთი უნდა შევქმნათ, რაც ხალხისთვის უფრო გასაგები იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ასევე შევიცვალეთ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთ", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2 – თან საუბარში თამაზ ვარშალომიძის ბათუმში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ვარშალომიძის მმართველობის დროს მომხდარ გარანდიოზულ ცვლილებებთან ერთად  იმ შეცდომენზეც ისაუბრა,, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ ბათუმში დაუშვა.
,,ბათუმში ჩვენი მთავარი შეცდომა და ჩავარდნა იყო ის, რომ ბევრმა ადამიანმა ვერ იგრძნო თავი იმ ყველაფრის ნაწილად, რაც იქ ხდებოდა. ენატრებოდათ ის დრო, როდესაც მათი წარმოდგენით, მათი აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ხალხის გამტყუნება აქ არ შეიძლება", – განაცხადა სააკაშვილმა.
ახლა სააკაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეიცვალა და ამ ხნის განმავლობაში ჭკუაც ისწავლა.
 
წინა სტატიათბილისის საქალაქო სასამართლო: ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას ერთ საკანში მოთავსება მიუღებელია
შემდეგი სტატიამერიის ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებთან კომპრომისზე წავიდა – ისინი სექტემბრამდე ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის გარეპერიმეტრზე რჩებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური