მთავარისიახლეებისამხედრო თემამარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა - თავდაცვის მინისტრის ,,ცალმხრივად და ერთპიროვნულად...

მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა – თავდაცვის მინისტრის ,,ცალმხრივად და ერთპიროვნულად მიღებული” გადაწყვეტილება და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ფაქტის წინაშე

Published on

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმების თაობაზე მინისტრ თინა ხიდაშელის ბრძანება თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. როგორც ირკვევა, უწყებაში ამ ინიციატივის თაობაზე მხოლოდ 
ზეპირი განცხადების მეშვეობით შეიტყვეს . ,,თავდაცვის მინისტრის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი უკვე გამოვითხოვეთ სამინისტროდან. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარსაც მისი გაცნობის შემდეგ გავაკეთებთ”, – აღნიშნეს ეროვნული უშიშროების საბჭოში.
 
შეგახსენებთ, დღეს დილით    მედიასთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი  მოაწერა ბრძანებას თავდაცვის სამინისტროს მიერ  სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმების შესახებ.  
 
”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვანს, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს'', – განაცხადა ხიდაშელმა. 
 
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს. 
 
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ. 
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...