მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდა

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდა

Published on

პარლამენტმა დაასრულა მუშაობა საგაზაფხულო სესიის ფორმატში . როგორც სხდომის დასრულებამდე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული პარლამენტმა ზაფხულის თვეებშიც რიგგარეშე სესიის ფორმატში იმუშაოს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. 
 
 პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო: 
 არც ერთი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები. დეპუტატები ვერც ოპოზიციის და ვერც უმრავლესობის ვარიანტზე ვერ შეთანხმდნენ. 
 
კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე განიხილეს, თუმცა კენჭი არ უყრიათ ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა. 
 
მესამე მოსმენაზე შეჩერდა „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებების   განხილვის პროცესი, შესაბამისად  , პარლამენტმა ვერ დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ტალღის სახელით არის ცნობილი.  როგორც ამასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აცხადებენ „არსებობს შიდა წინააღმდეგობები, რის გამოც ვერ თანხმდებიან“.
 
პარლამენტს, პლენარული სხდომის ფარგლებში არ უმსჯელია საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ, რომელიც ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს. ამის მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმშია და მათ გარეშე პროექტის განხილვას და კენჭისყრაზე გატანას აზრი არ აქვს.
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...