მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს არის შეთქმულებების პერიოდი მთელი ევროპის მასშტაბით" - სააკაშვილი Brexit-ს ეხმაურება

“ეს არის შეთქმულებების პერიოდი მთელი ევროპის მასშტაბით” – სააკაშვილი Brexit-ს ეხმაურება

Published on

 
ოდესის ოლქის გუბრნატორი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის რეფერნდუმის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ევროპა შეთქმულების პერიოდში შედის.“ ამის შესახებ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოშია საუბარი.
„გუშინდელი რეფერენდუმის შემდეგ გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებისთვის ახალი პერიოდი იწყება. ახალი პერიოდი იწყება იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ევროკავშირთან დაახლოება სურთ.
ჩვენ დიდი გაურკვევლობის პერიოდში შევდივართ. ეს არის მოლაპარაკებებისა და შეთქმულებების პერიოდი, მთელი ევროპის მასშტაბით. ვინც ევროკავშირში დარჩა, შეეცდება, მოილაპარაკოს მასთან, ვისთანაც ერ არ შეიძლება. მაგალითად პუტინთან, რათა მოახდინონ სიტუაციის დესტაბილიზაცია. ეს ყველაფერი უკრაინისთვის ძალიან სახიფათოა, ბევრ არასასიამოვნი სიურპრიზს უნდა ველოდოთ“ – განაცხადა სააკაშვილმა.
"საშინელებაა, როცა ვფიქრობ, რა ბინძური გარიგებები შეიძლება მომზადდეს პუტინთან რამდენიმე წამყვანი გერმანელი, ფრანგი ანდა იტალიელი პოლიტიკოსის მიერ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პოროშენკოს პოლიტიკური გამარჯვებაა, მაგრამ დღეს, ისე როგორც არასდროს მობილიზება და რეფორმების დაწყებაა საჭირო. ნამდვილი რეფორმების გატარების შემთხვევაში უკრაინა მთელი ევროპისთვის ძლიერი მაგნიტი გახდება“ – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...