მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე ზუგდიდში იმსჯელეს

კონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე ზუგდიდში იმსჯელეს

Published on

ასოციაცია „იმედი- დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის“ ორგანიზებით ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დევნილი და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ამავე დროს ჟენევის მოლაპარაკების დელეგაციის წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ ჟენევის 36-ე რაუნდის შეხვედრაზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჟენევის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი მწვავედ დააყენა. ყოლბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ ოღლის მიმართ დე-ფაქტო სასამართლო მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების სახით შიდა პატიმრობით შემოიფარგლა, მოლაპარაკების შედეგით მაინც კმაყოფილია.შეხვედრამ  კითხვა-პასუხის რეჟიმში  ჩაიარა.დისკუსიის მონაწილეებმა ვახტანგ ყოლბაიას იმ პრობლემებსა და საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მათი აზრით, აუცილებლად უნდა გაჟღერდეს ჟენევის მომავალი რაუნდის შეხვედრებზე.ასოციაცია "იმედი"მსგავსი ტიპის შეხვდრებს  პერიოდულად აწყობს,სადაც კონფლიქტურ რეგიონში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ. რაც შეეხება, ჟენევის ფორმატის შეხვედრას, 2016 წლის 5 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ყოლბაიას განმარტებით, ქართული მხარის მიერ ყველა ის საკითხი იქნება გატანილი, რაც კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...