მთავარისიახლეებიპოლიტიკასასამართლომ ტელეკომპანიას 18 დღე მოპარა - რუსთავი 2 - ის პრეტენზიებს...

სასამართლომ ტელეკომპანიას 18 დღე მოპარა – რუსთავი 2 – ის პრეტენზიებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს

Published on

იუსტიციის უმაღლესი საბჭო  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების ვადების საკითხს შეისწავლის.
.როგორც  ჟურნალისტებს საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ განუცხადა, "არის კონკრეტული პრეტენზიები, გვექნება მასალები, განვიხილავთ ამ ყველაფერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში და მივიღებთ გადაწყვეტილებას"
 
გუშინ  „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განჩინება ტელეკომპანიას იმეილის საშუალებით გაუგზავნა, რაც ვადების დარღვევით მოხდა. გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის მხარე გეგმავდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება 30-ე დღეს, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიეღო, რათა მათთვის მიცემული დრო ბოლომდე გამოეყენებინა, თუმცა გვარამია აცხადებს, რომ სასამართლომ ტელეკომპანიას კუთვნილი 18 დღე მოპარა და განაჩენი დროზე ადრე გადაუგზავნა, რისი უფლებაც, სასამართლო ხელისუფლებას არ ჰქონდა. 
 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...