მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ - მინისტრს დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება

პრემიერ – მინისტრს დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება

Published on

 პარლამენტმა 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი.
პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას და დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება. 
 
მოქმედი კანონის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა. 
 
”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება კი, რომელიც შესაძლოა ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობას არ შეესაბამება“, – ასეთი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის პოზიცია, რომელმაც პარლამენტს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

სიახლეები

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...