მთავარისიახლეებისამართალი,,ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა'' - ეროსი კიწმარიშვილის ოჯახისთვის გამოძიების დასკვნები არადამაჯერებელია

,,ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა” – ეროსი კიწმარიშვილის ოჯახისთვის გამოძიების დასკვნები არადამაჯერებელია

Published on

ეროსი კიწმარიშვილის ადვოკატი და ოჯახი გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ისინი მკვლელობაზე საუბრობენ და არ იზიარებენ თვითმკვლელობის ვერსიას.
 
ერთ-ერთი მთავარი კითხვა მათ იარაღთან დაკავშირებით აქვთ. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას დნმ-ის კვალის იდენტიფიცირებისთვის საქმის მასალების მიხედვით, არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.
 
ოჯახისთვის ასევე არადამაჯერებელია პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის მოტივი. გამოძიება ერთადერთ ვერსიად ვალს და ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.
 
"ვთვლით, რომ იქ არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი. ის, რომ მომაკვდინებელ იარაღზე არის უცხო პირის დნმ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ასეთი პასუხი, ალბათ შემოტანისას ვიღაცამ ხელი მოკიდა, მე პირადად არ მაკმაყოფილებს. პროკურატურა თვლის, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეკვეთით ჩადენილი მკვლელობა," – განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა. 
 
კითხვები აქვს გამოძიებასთან კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატსაც. 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...