მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ საკითხზეც უნდა იყოს სინათლე შეტანილი, რა მოხდა რეალურად,“ -გიორგი ვოლსკი სტრასბურგის...

ამ საკითხზეც უნდა იყოს სინათლე შეტანილი, რა მოხდა რეალურად,“ -გიორგი ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს შენიშვნებზე

Published on

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ უმრავლესობაში. მათი შეფასებით, გამოძიებასთან ყველამ უნდა ითანამშრომლოს, მათ შორის ყოფილმა პროკურორმაც. იმავდროულად აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა და ის სამართლიანად იხდის სასჯელს.„ყველამ უნდა ითანამშრომლოს და ეს თუნდაც მცირე შენიშვნა, რაც სტრასბურგიდან მოვიდა ჩვენდამი, არ უნდა დარჩეს არანაირ ჩრდილში. ამ საკითხზეც უნდა იყოს სინათლე შეტანილი, რა მოხდა რეალურად,“ – განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკიმ.საქმესთან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ცალკეულ საჯარო მოხელეთა უფლებამოსილების გადამეტების საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.„ეს ხელისუფლება მიიყვანს ამ გამოძიებას ბოლომდე თუ შემდეგი ხელისუფლება, ეს გამოძიება მივა ბოლომდე. პროგნოზის კეთება იმასთან დაკავშირებით, რა იდეა მოუვა ბიძინა ივანიშვილს, რომელ დღეს რთულია, მაგრამ ლოგიკა ამაზე მეტყველებს, რომ თუ ოდნავ მაინც სურთ საკუთარი იმიჯის გამოსწორება, მაშინ ეს უნდა გააკეთონ,“- განაცხადა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გივი თარგამაძემ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...