მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ბურჯანაძე - კეთილი ინებოს მთავრობამ და მოიკითხოს, ვისი ბრალეულობაა, რომ მერაბიშვილი...

ნინო ბურჯანაძე – კეთილი ინებოს მთავრობამ და მოიკითხოს, ვისი ბრალეულობაა, რომ მერაბიშვილი ლამის პოლიტპატიმრად გამოგვიცხადეს

Published on

პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჩატარდა გამოძიება აქამდე, ანუ პირველ რიგში, საქმე უნდა აღიძრას ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.მისი თქმით, ის, რომ დღეს დაიწყო გამოძიება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამაზე მთელი ევროპა ალაპარაკდა, სამარცხვინო და აღმაშფოთებელია. „მოთხოვნა, რომ ამაზე დაწყებულიყო გამოძიება, არაერთგზის გახმოვანდა ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის, ჩემი და ჩემი თანამებრძოლების მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა ვის ეხება დარღვევა, ვანო მერაბიშვილი იქნება ეს თუ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. მე მოვითხოვ დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეს გამოძიება აქამდე არ ჩაატარეს და რომლებმაც თავიანთი უმოქმედობით და შეგნებული გარიგებით მოახდინეს ის, რასაც ევრო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება ჰქვია. კეთილი ინებოს გენერალურმა პროკურორმა და დასვას საკითხი – ვინ არ გამოიძია ეს თემა და ვისი ბრალეულობა იკვეთება. ასევე, კეთილი ინებოს მთავრობის მეთაურმა და არაფორმალურმა მეთაურმა და მოიკითხონ, ვისი ბრალეულობით მოხდა ის, რომ ვანო მერაბიშვილი ლამის პოლიტპატიმრად გამოგვიცხადეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაწერეს ფორმულირება „პოლიტპატიმარი“, უკვე პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. "მე ვამბობ, რომ ან ეს ხელისუფლება გარიგებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომ გაათეთროს მათი ლიდერები და ევროპის და ამერიკის ხელით მოაბრუნოს ისინი ხელისუფლებაში ან აბსოლუტურად უუნარო და გონებაშეზღუდულები არიან. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

interpressnews.ge

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...