მთავარისიახლეებისაზოგადოებამშობლები ნაცატუს ბაღის გამგის პოსტზე ირმა ნაჭყებიას დაბრუნებას ითხოვენ

მშობლები ნაცატუს ბაღის გამგის პოსტზე ირმა ნაჭყებიას დაბრუნებას ითხოვენ

Published on

დღეს დილით სოფელ კორცხელში, ნაცატუს უბნის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, მათი შეკრების მიზეზი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული ბაღის გამგის ირმა ნაჭყებიას ყოფილ პოზიციაზე დაბრუნების მოთხოვნა იყო.მშობლები ამბობენ, რომ სოფელში ბაღი 7 წლის ირმა ნაჭყებიამ გახსნა და უკმაყოფილო არავინ ყოლია.თავად ირმა ნაჭყებია მის გათავისუფლებას პოლიტიკურ ნიშნებს უკავშირებს და ამბობს, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, იყო მუქარები, იმის გამო, რომ მისი მეუღლე ენმ-ის მხარდამჭერი იყო, მისი განცხადებით, სწორედ ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი და არა აუდიტის დასკვნა.„ოდიში“ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელს  დაუკავშირდა,ციცო თოლორაიასთან  ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა,იმ მიზეზით, რომ თოლორაია ქალაქში არ იმყოფებოდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ირმა ნაჭყებიას გათავისუფლებას არ ქონია არანაირი პოლიტიკური სარჩული, ის მხოლოდდამხოლოდ შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. ნაცატუს ბაღის გამგის გათავისუფლებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაც  გამოეხმაურა, გამგეობის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ    „ნაცატუს ადმინისტრაციული ერთეულის საბავშვო ბაღის გამგე ირმა ნაჭყებია თანამდებობიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე აღმოჩენილი სანიტარული დარღვევების გამო გათავისუფლდა. კერძოდ, საბავშო ბაღში ერთ-ერთი ინსპექტირების დროს აღმოჩენილ იქნა მღრღნელების მიერ დაზიანებული საკვები პროდუქტები, ვაშლი, ფქვილი და ასევე კვერცხი, რომელსაც ვადა ორი თვის წინ გაუვიდა. აღნიშნული გარემოებების არსებობა ადგილზე შედგენილ ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა იმ დროისთვის მოქმედმა ბაღის გამგემ ირმა ნაჭყებიამ.აღნიშნული საბავშვო ბაღი შიდა აუდიტის ინსპექტირების დროს გადამოწმების შედეგად ორჯერ იქნა გაფრთხილებული და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული.სიცოცხლისათვის საფთხის შემცველი პროდუქტების საბავშვო ბაღში არსებობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს მიმართა რეკომენდაციით ბაღის პასუხისმგებელი პირის მიმართ გამოყენებულ იქნას ცენტრის წესდების მიხედვით დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა.“- ნათქვამია განცხადებაში, გამგეობის პრესსამსახური ფოტომასალასაც ავრცელებს, რომელიც მათი თქმით, ნაცატუს საბავშვო ბაღშია გადაღებული.თავად ირმა ნაჭყებია აცადებს, რომ სიმართლის დასადგენად სასამართლოს გზით იბრძოლებს.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...