მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს თბილისში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია იკრიბება

დღეს თბილისში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია იკრიბება

Published on

დღეს თბილისში ტარდება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის  დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა
 “შეხვედრაზე საუბარი იქნება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებზე. ძირითადი აქცენტი გაკეთდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და იმაზე თუ როგორ ემზადება ქვეყნის ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისთვის,“ – აცხადებს საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.  
ჯგუფს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პირველი მოადგილეები უხელმძღვანელებენ. ამერიკის მხრიდან კი შეხვედრის თანათავმჯდომარეთა შორის იქნებიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია.
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...