მთავარისიახლეებისაზოგადოებაალექსანდრე ჯეჯელავა -აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიზირება

ალექსანდრე ჯეჯელავა -აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიზირება

Published on

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიზირება, მცდელობები არის, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.განათლების მინისტრი გამოეხმაურა პრემიერის გუშინდელ განცხადებას პოლიტიკური ძალების მიმართ და მას ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა უწოდა.” გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პირობებია და ბევრი მხრიდან იქნება სურვილი ჩვენი სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები პროცესში ჩაერთონ. ჩვენ ყველანაირად მოვუწოდებთ და ვცდილობთ, რომ ასე არ მოხდეს. პრემიერის ინიციატივას ცალსახად ვეთანხმებით, რადგან გვგონია ქართველებმა უნდა მოვახერხოთ არჩევნები მიმდინარეობდეს მშვიდად, საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით და არა დისკრედიტაციის ფონზე, მითუმეტეს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.რაც შეეხება პოლიტიზირების მცდელობებს, მინისტრის განმარტებით, ბოლო დროს ერთ სკოლაში ვიდეო მასალის ჩვენების და მეორე სკოლაში პოლიტიკური მოღვაწის ჩართვის შემთხვევა იყო. ჯეჯელავას განცხადებით, ეს წინასაარჩევნო პროცესში აბსოლუტურად დაუშვებელი ხერხებია. ”ჩვენ გვინდა ყველას ვთხოვოთ სკოლას და ბავშვებს, ნუ ჩართავენ ამ პროცესში”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.რაც შეეხება, ქალაქ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს, მინისტრის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სკოლაში აჩვენეს ეროვნული საოჯახო კონგრესის კადრები, სადაც გამომსვლელის ფონზე 26 მაისის, 7 ნოემბრის, ასევე 9 აპრილის კადრები იყო. ”ჩვენ ფსიქოლოგებთან ერთად ვმუშაობთ დავადგინოთ ასაკობრივ ჯგუფთან, მე-11 კლასელებისთვის რამდენად დასაშვები იყო მათთვის ამ კადრების ჩვენება და თუ აღმოჩნდა, რომ დასაშვები არ იყო, ამ შემთხვევაში რაღაც ზომებს აუცილებლად მივიღებთ. მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი აზრი იყო, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა სკოლაში ასეთი ვიდეოს ჩვენება. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, მედიაში იმდენ არასწორ რამეს ვაჩვენებთ ბავშვებს, მედიის მოვალეობაც ეს არის – ასახოს რეალობა, შესაბამისად, ამ ბავშვებს ასეთი რამეებიც აქვთ ნანახი და სხვაც. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, რათა ისინი ჯანსაღი ფსიქიკის და ფასეულობების მატარებლები იყვნენ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...