მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაგედია კარელიის ტბაზე. რუსეთში გლოვაა გამოცხადებული. დაღუპულია 14 ბავშვი

ტრაგედია კარელიის ტბაზე. რუსეთში გლოვაა გამოცხადებული. დაღუპულია 14 ბავშვი

Published on

 
20 ივნისი კარელიაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. კარელიის ტბაზე 14 მოზარდი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება ერთი. ტრაგედია მოხდა მაშინ, როცა ორმოცდაშვიდი  ბავშვი ოთხი უფროსის თანხლებით ნავებით სასეირნოდ გაიყვანეს  კარელიის ტბაში, მაგრამ მოულოდნელად შტორმი დაიწყო და ნავები ამოაყირავა.
ყველა ბავშვი მოსკოვიდანაა. ძირითადად  12 – დან 15 წლამდე ასაკის ობლები  და შეჭირვებული, პრობლემური ოჯახების შვილები. უბედური შემთხვევა უშუალოდ შეეხო 47 ბავშვს, რომელიც  ,,სიამოზეროს“ ბანაკში ისვენებდა   მოსკოვის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის მიერ დაფინანსებული  საგზურით.  
კარელიის გუბერნატორი აცხადებს, რომ მოსახლეობა გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი ქარიშხლისა და შტორმის შესახებ და სპეციალისტების დასკვნის გარეშეც აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ბანაკის ხელმძრვანელობის უკიდურეს დაუდევრობასთან.  
ბანაკის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ, როცა ჯგუფი ტბისკენ გაემართა შესანიშნავი ამინდი იყო და არაფერი მოასწავებდა  მის მკვეთრ ცვლილებას, ხოლო რაც შეეხება გაფრთხილებას, ინსტრუქტორები ბავშვებითურთ უკვე გასულნი იყვნენ ტბისკენ და მისი მიღება ვერ მოასწრეს. 
ბავშვების ერთი ჯგუფი ტბაზე ამოზიდულ კუნძულზე დაბანაკდა, ხოლო მეორე  მის გარშემო სასეირნოდ გაიყვანეს ნავებით. სწორედ ამ დროს დაიწყო შტორმი, რომელმაც ნავები გაიტაცა, ამოაყირავა და ტბაზე მიმოფანტულ პატარა   კუნძულებს შეანარცხა. ბავშვების ერთი ნაწილი ღელვამ   ხმელეთზე ამოაგდო, ნაწილი კი ფსკერისკენ ჩაითრია. სამწუხაროდ,  დამცავი ჟილეტი ყველას არ ეცვა. ეს დაახლოებით დღის ოთხ საათზე მოხდა. 
მაშველების მოსვლამდე ბავშვების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობა მივიდა, შემდეგ მაშველებიც გამოჩნდნენ, მათ კუნძულ – კუნძულ შეკრიბეს მიმიფანტული,შეშინებული და დაშავებული ბავშვები, თუმცა თოთხმეტი ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელდება მეთხუთმეტე ბავშვიც, მაგრამ რადგანაც ცხედარი ნაპოვნი არ არის, იგი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება.  
ტრაგედიის მეორე დღეს, კვირას ბანაკიდან ბავშვების სრული ევაკუაცია მოხდა, კარვის ქალაქი ამ დროისათვის დაშლილია. 
რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენი აღშფოთებულია იმით, რომ ხელისუფლებამ დაბლოკა ინფორმაცია და ამ ამბავზე პირველი ცნობები მედიაში მხოლოდ მეორე დღეს გამოჩნდა. 
ორშაბათი ჯერ კარელიის, ხოლო შემდეგ მოსკოვის  ხელისუფლებამაც გლოვის დღედ გამოაცხადა, პუტინმა სამძიმრის წერილით მიმართა დაღუპულთა ახლობლებს და დაპირდა კომპენსაციას – რეგიონული ბიუჯეტიდან თითოეული დაღუპული ბავშვის ოჯახს მილიონ რუბლს გადაუხდიან. 
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მომსახურების გაწევის დროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობის მუხლით.  საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, ის, რომ ყველა დაღუპული ბავშვია, მეტყველებს იმაზე, რომ ინსტრუქტორები მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. მისივე  თქმით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი ადამიანი – კომპანია "პარკ-ოტელ სიამოზეროს" დირექტორი ელენა რეშეტოვა, მისი მოადგილე ვადიმ ვინოგრადოვი და ორი ინსტრუქტორი – რეგინა ივანოვა და ლიუდმილა ვასილიევა.
 
 

სიახლეები

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...