მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიოში 60 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია- 20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა

მსოფლიოში 60 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია- 20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა

Published on

დღეს ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი  თბილისში, მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ საინფორმაციო კამპანიას გამართავს.
 
აქციის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მოქალაქეებს თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ასევე დაურიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებსა და ფლაერებს.
 
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლტოლვილთა საერთაშორისო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოში 60 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის, 20 მილიონამდე ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უსაფრთხო ქვეყნებში. კომისარიატის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ რაოდენობიდან 21,3 მილიონი ადამიანი ლტოლვილი, 40,8 მილიონი- იძულებით გადაადგილებული პირი, კიდევ 3,2 მილიონი – თავშესაფრის მაძიებელია. ამგვარად, დედამიწის ყოველი 113-ე მცხოვრები ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი ან დევნილია, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია
65,3 მილიონი ადამიანიდან ნახევარზე მეტი სომალის, ავღანეთისა და სირიის მოქალაქეა.
 
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...