მთავარისიახლეებისაზოგადოებამე-18 მუხლი სერიოზული დარტყმაა სახელმწიფოზე და დღევანდელ ხელისუფლებაზე -...

მე-18 მუხლი სერიოზული დარტყმაა სახელმწიფოზე და დღევანდელ ხელისუფლებაზე – ადვოკატთა კონფერენცია მერაბიშვილის საქმეზე

Published on

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო თბილისში მიმდინარე ადვოკატთა საერთაშორისო  კონფერენციიის ერთერთი მთავარი თემა. 
კონფერენციას ესწრებოდნენ  ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი და ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელი, რომელთაც ამ საკითხზე  ისაუბრეს.
 
"ჩვენ ველოდებით, რომ ცალკეულ პიროვნებებს ექნებათ შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უფლება. საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს“ – განაცხადა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.
 
ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელის შტეფეა შთორქის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იღებს, დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი და ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეც მოიქცევა.
 
"მე კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველმა იურისტებმა იციან, რა უნდა გააკეთონ სასამართლოს გადაწყვეტილების ინპლემენტაციისთვის“ – აღნიშნა შტეფეა შთორქიმ.
 
ადვოკატთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი. მისი  თქმით, თუ ხელისუფლება ოთარ ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხს არ დააყენებს, რთულ სიტუაციაში ჩავარდება, რადგან მე-18 მუხლი, არის საკმაოდ სერიოზული დარტყმა ქართულ სახელმწიფოზე და დღევანდელ ხელისუფლებაზე.
 
"თუ ტვინი აქვს ხელისუფლებას სასწრაფოდ უნდა დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა ფარცხალაძესთან და დარბაისელთან მიმართებაში. შოთაძე ვალდებული იყო დავალება მიეცა პროკურორისათვის და დაეწყო გამოძიება. ვალდებული იყო, თუ ვალდებულებით ნორმას ვინმე არღვევს, ამას მოსდევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თანამდებობის უფლებამოსილების მინიმუმ გადამეტება.  ვინც ვალდებული იყო, რომ გამოძიება ეწარმოებინა და არ აწარმოა, აუცილებლად დაისჯება“ – განაცხადა ხატიაშვილმა.     

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...