მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

Published on

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე დღეს მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ქარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში  ხაზგასმულია,  რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამოძიებაში არ არის გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რაც ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. 
 
"ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმის უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გამოძიება, არ გავრცელებულა ინფორმაცია დაისაჯა თუ არა ვინმე ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის გამო. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გამოძიება არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ისჯება „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან“.
 
„რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჟურნალისტის საქმიანობის დაცვის მიზნით კოდექსში არსებული 154-ე მუხლი პრაქტიკულად არ გამოიყენება.
 
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამღებ ჯგუფს სწორედ პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. ამიტომაც მნიშვნელოვანია მას მიენიჭოს შესაბამისი კვალიფიკაცია, დადგეს დამნაშავე პირის პასუხისმგებლობა და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობას იცავს კანონი, რომლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ადეკვატურად დაისჯება,"-აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...