მთავარისიახლეებისაზოგადოებარეზო ბუკია 4 მძლეოსნის ბორჯომში გამგზავრების არდაფინანსებაში „სპორტის განვითარების ცენტრს“ ადანაშაულებს

რეზო ბუკია 4 მძლეოსნის ბორჯომში გამგზავრების არდაფინანსებაში „სპორტის განვითარების ცენტრს“ ადანაშაულებს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი  რეზო ბუკია „სპორტის განვითარების“ ცენტრის დირექტორს გოჩა ჩიქოვანს პირადი ინტერესების გამო ახალგაზრდების დაჩაგვრაში ადანაშაულებს.ბუკიას განცხადებით, ჩიქოვანს მის მიმართ პირადი ინტერესი აქვს  და ამას ახალგაზრდები ეწირებიან. რეზო ბუკია ამბობს, რომ სწორედ ჩიქოვანის  დამსახურებაა ის, რომ მძლეოსნებს ბორჯომში მგზავრობის ხარჯები არ დაუფინანსეს.ზუგდიდელი სპორტსმენები ბორჯომში 2017 წლის ოლიპმიადისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე თავიანთი ხარჯებით გაემგზავრნენ.მშობლები ამბობენ, რომ მათმა შვილებმა 200 ლარიანი დაფინანსება ვერ მიიღეს, თუმცა რეალური მიზეზი მათთვის უცნობია.სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისგან მივლინებისთვის თანხის გამოყოფაზე განცხადება დაგვიანებით შემოვიდა. ჩიქოვანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს  შეხვედრებზე გასვლებისთვის ბიუჯეტში თანხები წინასწარ უნდა იყოსასახული, სხვა შემთხვევაში პროცედურულად 2 დღეში ამ საკითხის  მოგვარება ვერ ხერხდება.საკითხის შესწავლას და მონიტორინგში ჩართვას გეგმავს ენმ-ის წევრი ანი წითლიძე, რომელიც დღეს სპორტსმენებთან ერთად იმყოფებოდა.რეზო ბუკიას სპორტის განვითარებიც ცენტრთან პრეტენზიები რამდენიმე თვის წინაც ქონდა, მაშინ ბუკიამ განაცხადა, რომ დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...