მთავარისიახლეებისაზოგადოებაშვეიცარიამ ,,მაკდონალდსის'' ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურა

შვეიცარიამ ,,მაკდონალდსის” ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურა

Published on

 

 შვეიცარიამ ,,მაკდონალდსის'' ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურა.  ამ  ალპიურმა მხარემ ეს არნახული პრეცედენტი შექმნა მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩან მილოშმა  120 ზე მეტი განაცხადი მიიღო ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან მოთხოვნით კანონმდებლობით აიკრძალოს ნებისმიერ ფასტფუდი – სწრაფი კვების ობიექტი.  

სასურსათო სკანდალების შემდეგ, როცა 2009 წელს  იტალიასა და ესპანეთში წარმოებულ ,,ნატურალურ" ყველის პროდუქტებში აღმოჩნდა დიოქსინის კონცენტრაცია, რომელიც  გაცილებით აღემატებოდა  ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ დასაშვებ  ნორმებს, ხოლო 2011 წელს    გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები  მოიცვა ე.წ. ,,ბოსტნეულის" ფსიქოზმა  გერმანელი და ჩინელი მეცნიერების მიერ  ორგანულ ბოსტნეულში აღმოჩენილი ნაწლავური ჩხირების   E.cоlі  გამო , ევროპამ უკუაგდო გადაჭარბებული ტოლერანტობა კვების საკითხებში და  ფასტფუდსა და არაორგანულ, სამრეწველო საკვებზე უარის თქმისაკენ მოუწოდებს მოსახლეობას. ახლა გაეროცა და ევროკავშირიც ნატურალური პროდუქტებზე მეტად  კვების მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის პროპაგანდას ეწევიან. ასე მაგალითად, მოძრაობა ჯანსაღი კვებისათვის  "Slow Food",  რომელიც ფასტფუდის საპირწონედ არის შექმნილი, არა მხოლოდ "BIO"- ს ნიშნიანი პროდუქტების აგიტაციას ეწევა, არამედ მოუწოდებს მოსახლეობას პროდუქტები ფერმერთა დახლებიდან შეიძინოს.

სიახლეები

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში...

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის - იტალიის...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...