,,აბზიარაზ! – მშვიდობით!” – აფხაზური კონტრაქცია ,,მშბზიას” პასუხად

0
527
აფხაზეთში ქართულ პროექტს ,,მშბზია!"' უპასუხეს კონტრპროექტით  ,,აბზიარაზ! – მშვიდობით!'' . ,, ეხო კავკაზა '' აქვეყნებს ინტერვიუს  აფხაზ ჟურნალისტთან,  რომელიც აფხაზურ და ქართულ აქციებს აფასებს. გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს მცირე შემოკლებით.
,,აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი , რომელიც თავადაც საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი ამ ქართული წამოწყების მიმართ, მიუხედავად ყველაფრისა , თვლის,  რომ არ ღირს ამ  მკვეთრი აფხაზური პასუხის ერთმნიშვნელოვანი ტრაქტირება: 
 
– თქვენ ამბობთ, რომ  აფხაზეთის დამოკიდებულება ქართველი ახალგაზრდების ინიციატივისადმი მიესალმონ აფხაზებს რვა ათასი დღის შემდეგ… 
–სკეპტიკურია/ იქ თითქოს დაიწყო კონტრაქცია მესიჯით ,,აბზიარაზ!"  ანუ მშვიდობით!" მე მართლაც არა ვარ მსგავსი აქციების მომხრე და ვთვლი, რომ არ არის საჭირო დემონსტრირება რაღაც ამდაგვარი კომპლექსების , უფრო ზუსტად თვითდარწმუნებისა  ,,არა, ჩვენ თქვენთან არა ვართ!'', მაგრამ პრინციპში დამოკიდებულება სკეპტიკურია, ირონიული. 
– მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რატომ? ომი დასრულდა, იქაც და იქაც გაიზარდა ახალი თაობა, რომელსაც არ უომია, თითქოს ცხოვრებაც აეწყო , უკვე შეიძლება ყველაფერს სხვა თვალით შეხედო. და მაშინ რატომ არის ყველაფერი ძველებურად სასტიკი და არაკეთილგანწყობილი? 
– მე არ ვიტყოდი, ძველებურად სასტიკი და არაკეთილგანწყობილი – მეთქი. ისევე, როგორც ამ კამპანიაში ქართული მხარიდან ძირითადად ახალგაზრდებს ვხედავთ, აფხაზურ  ,,კონტრაქციაშიც'' ძირითადად ახალგაზრდები არიან. მე ვფიქრობ,  ფორმულირება ,,თქვენი –კითხვა, ჩვენი – პასუხი''  უბრალოდ მედიის შემოგდებულია , სინამდილეში კი ეს ყველაფერი  უფრო თამაშს წააგავს და არც თუ სერიოზულია. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც ( არა ვარ დარწმუნებული, რომ ასეა, მაგრამ მაინც)  რომ ამა თუ იმ პროცესის აღქმა ქართულსა და აფხაზურ სივრცეებში განსხვავებულია  ესთეტიკის თვალსაზრისით.  აფხაზური სივრცე საზოგადოდ საკმაოდ ,,ასკეტურია'' ანუ მას არ იზიდავს რაღაც ინფორმაციული კამპანიები, აქციები, მიტიგები, ხმაური,  ქართული საზოგადოება კი სულ სხვაგვარია – იგი გარკვეული თვალსაზრისით შესაძლოა უფრო თანამედროვე და  მასობრივი იყოს. ისინი ფლეშმობებით, კამპანიებით, იდეური აქციებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას,  აფხაზურ საზოგადოებაში ასეთი კულტურა პრინციპში არ არის. 
– შორიდან ისე ჩანს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში დამოკიდებულება სოლიდარულია: ,,სანამ ჩვენს დამოუკიდებლობას არ ცნობთ, სანამ არ მოინანიებთ, თქვენი ,,მშბზიებისა" არ გვჯერა''. ეს მართლაც საერთო აზრია, ერთიანი პოზიცია თუ არსებობს რაღაც ნიუანსებიც და სპექტრი უფრო ფართოა? 
– ვფიქრობ, ნიუანსებიც ფართოა და სპექტრიც. დისპოზიცია, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, პრევალირებს სზოგადოებრივ ცნობიერებაში, მაგრამ სინამდვილეში, მგონია, რომ აფხაზურ საზოგადოებაში უბრალოდ ფიქრობენ,  რომ ეს შეუძლებელია და ამით თითქოს თავის თავში იკეტებიან, თავს უკრძალავენ რამენაირ განხილვას ან განსჯას ამ საკითხისა.  ჩვენ გვესმის, რომ საქართველო აფხაზეთს არ აღიარებს, მაგრამ მისი აღიარების საკითხის განხილვის პროცესიც რომ დაიწყოს  ოდესმე, დამიჯერეთ, აფხაზური საზოგადოება არც ამას შეხვდება ერთმნიშვნელოვნად ან პოზიტიურად , რადგან ცხოვრება დააყენებს  ბევრ  კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აეწყოს ურთიერთობები საქართველოსთან, რომელმაც, ვთქვათ,  სცნო აფხაზეთი, მაგრამ  მაშინ,  ალბათ,  დააყენებს საზღვრების გახსნის, ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილების მოთხოვნასაც, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ  აფხაზეთის კურორტებზე დასვენება  და ა.შ.  არის სხვა პრობლემების ჩახლართული კვანძიც – აფხაზური საზოგადოება თითქოს ისე, უბრალოდ ამბობს: ,,სანამ არ გვაღიარებთ, განხილვას არ ვაპირებთო", მაგრამ სინამდვილეში ეს თვითაკრძალვაა, ეს თავად აფხზაური საზოგადოებისთვის არის ერთგვარი დამხშობი, არ იფიქროს იმაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს   ურთიერთობები ისე,  როგორც ეს დღევანდელი გადასახედიდან  არარეალური ჩანს. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ – აფხაზური კონფლიქტი, როგორც ასეთი დღეს არქივშია,  რეალურად კი აფხაზეთი და საქართველო უკვე სრულიად სხვადასხვა სივრცეებია, თუმცა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ პრაქტიკულად ყოფით დონეზე, მიუხედავად ყველაფრისა,  კვლავ რჩება ამა თუ იმ სიმჭიდროვის ძველი ნათესაური კავშირები, ადამიანების გარკვეული ტალღა  კვლავ გადადის საზღვარზე.  ომმა, როგორც ასეთმა, უკვე  დიდი ხანია გადაიარა , კონფლიქტიც არქივს ჩაბარდა და,  ჩემი აზრით ( ამისთვის შეიძლება აფხაზეთში ობსტრუქციაც კი მომიწყონ) , სისასტიკე ყოფით  ურთიერთობებში მცირდება, ხოლო ობივატელის დონეზე ბევრია ადამიანი, რომელიც საქართველოს უყურებს მართალია არა სიმპათიით, არა ლოიალურად, მაგრამ საკმაოდ ნეიტრალურად, და მისთვის  პრობლემას არ წარმოადგენს  გაემგზავროს იქ, წაუყვანოს ბავშვები ნათესავებიდ   მოსანახულებლად  და და ა.შ. ანუ ეს ფენა არსებობს და იგი შესწავლას საჭიროებს. ის, რაც ზედაპირზე დევს, მაინც პოლიტიკური და ელიტური დონეა, აი, კონკრეტული ცხოვრება კი სხვაგვარია და ჯერჯერობით პოლიტიკოსთა თვალთახედვის მიღმა დგას. 
– ის, რომ პირველი რექცია მაინც იყო ,,მშვიდობით!'' – ეს სინამდვილეში ადამიანური რეაქციაა თუ მაინც პოლიტიკური განზომილების ზეგავლენის შედეგი? 
–  უბრალოდ პოლიტიკური ტრადიცია და უფრო სიღრმისეულად  კომპლექსების ინსტალაცია.
 
 
 
 
წინა სტატია” დარტყმა არჩევნების ლეგიტიმურობაზე“- ნაციონალურ მოძრაობაში NDI-ის ანგარიშს აფასებენ
შემდეგი სტატია,,აქედან ვერ ამოშლით!“ – რას გადაურჩა გუშინ მეგრული თავსართი ,,ო“ აფხაზეთში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური