მთავარისიახლეებიუკრაინაქართულმა ლეგიონმა უკრაინაში ჩაატარა სპეცოპერაცია ,,გიგა", რომელიც დაიგეგმა გიგა ოთხოზორიას...

ქართულმა ლეგიონმა უკრაინაში ჩაატარა სპეცოპერაცია ,,გიგა”, რომელიც დაიგეგმა გიგა ოთხოზორიას ცინიკური მკვლელობიდან მეორე დღეს

Published on

 

უკრაინაში მებრძოლმა ქართულმა ლეგიონმა 12 ივნისს დებალცევოს მიდამოებში ჩაატარა სპეცოპერაცია ,,გიგა".

,,თავისუფალი ზონა'' აქვეყნებს  ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.  

როგორც მამუკა მამულაშვილი წერს, ,,დადასტურებული ინფორმაციით, შეტაკებაში განადგურებულია 12 რუსი სამხედრო მოსამსახურე (ეს რასაც მოწინააღმდეგე მხარეც ადასტურებს). საარტილერიო ცეცხლით საერთო ჯამში განადგურდა 40 – მდე ოკუპანტი. ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა ლეგიონთან ერთად 25 მოტოქვეითი ბატალიონის მესამე ასეული და არტილერია, 2 ქართველი ლეგიონერი დაჭრილია, ერთი -მსუბუქად, მეორე ჰოსპიტალიზებულია კიევში''. 

,,ოპერაცია დაიგეგმა გიგა ოთხოზორიას ცინიკური მკვლელობიდან მეორე დღეს.'' – ნათქვამია  მამულაშვილის  ჩანაწერში.

 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...