"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციამ თვითდაშლა გამოაცხადა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგიტა ბიგვავამ და მისმა გუნდმა პარტია დატოვეს. მისი განცხადებით, ამით ისინი აპროტესტებენ პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გონერ პაპავას დანიშვნას.განმარტებები ჟურნალისტებისთვის გოგიტა ბიგვავამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.ბიგვავა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრია 2014 წლიდან, მანამდე ის ქრისტიან-დემოკრატების წევრი იყო. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.ბიგვავა სხვა პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე შემოთავაზება არაც ერთი პარტიისგან არ მიუღია, ბიგვავას განმარტებით, მისი გადაწყვეტილების შესახებ სათაო ოფისი ოფიციალურად ინფორმირებული არ არის.
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...