გერმანიაში ვიზიტად მყოფი გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

0
398

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია.  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,  ვიზიტის ფარგლებში  გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ფრანკ– ვალტერ შტაინმაიერთან და სხვა მარალი თანამდებობის პირებთან. 

გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას  თემაზე ,,საქართველოს ევროპული გზა”.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები. 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება.

 

წინა სტატიაშეტაკება ლილიში – წიწაკის გაზი მოჩხუბრებისთვის
შემდეგი სტატია,, გამოსავალი ერთია, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ” – ექსპერტები სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური