მთავარისიახლეებიპოლიტიკამერაბიშვილის შეწყალება პრეზიდენტის მიერ, როგორც გამოსავალი ხელისუფლებისათვის სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ,...

მერაბიშვილის შეწყალება პრეზიდენტის მიერ, როგორც გამოსავალი ხელისუფლებისათვის სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც არ მოსწონს

Published on

ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც ისეთ შეცდომებს დაუშვებს, რაც მას ამაზე აპელირების საშუალებას მისცემს, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

“სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ – საკუთარი სასამართლოსიც და სტრასბურგისაც, რომელსაც საქართველოზე იურისდიქცია აქვს , ამიტომ “ვეთანხმები“, “არ ვეთანხმები“, “მომწონს“, “არ მომწონს“ გამოსაყენებელი ტერმინები არ არის. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა დავემორჩილოთ და შევასრულოთ. ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც ისეთ შეცდომებს დაუშვებს, რომელიც შემდგომ დამნაშავეს მისცემს საშუალებას ამაზე აპელირების. კანონში წერია, რომ საპროცესო უფლებები დაცული უნდა იქნეს და ასეთ შემთხვევაში, დამნაშავე სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ ამით მოახდინოს თავისი რეაბილიტირება. მეორე ოცნება დამნაშავეების, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან გარეული, ყავდეს ისეთი პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებაში, რომლებიც თავიანთი განცხადებებით შექმნიან ისეთ ფონს, რომ ვიღაცამ დაასკვნას, თითქოს ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილი და არა კანონი სდევნის მას. არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ასეთი ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა, ახდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება შეკითვას, პრეზიდენტის მიერ ვანო მერაბიშვილის შესაძლო შეწყალების თაობაზე, უსუფაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება უნდა აცადონ. 

 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...