მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე მგონი იქ დამახინჯებულად ამბობენ " - ასე შეაფასა ივანიშვილმა ...

“მე მგონი იქ დამახინჯებულად ამბობენ ” – ასე შეაფასა ივანიშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე.

Published on

"მე მგონი იქაც დამახინჯებულად ამბობენ და თქვენც იმეორებთ" – ასე შეაფასა ივანიშვილმა   სტრასბურგის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე რუსთავი 2 – ის კითხვის პასუხად. ,,სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვინ იუო მერაბიშვილი. ეს ხომ ყველამ ვიცით. ტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ – განაცხადა მან .

ამ შეფასებასთან სრულ ჰარმონიაშია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებები, რომელიც მან ამ საკითხზე გააკეთა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

,,ვანო მერაბიშვილის პატიმრობის საკითხი არ გადაიხედება.- განაცხადა მან. სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ 2 წელიწადზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდიანე, ეს იყო ჩვენთვის მთავარი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება, წინასწარი პატიმრობის შესახებ, ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს. რაც შეეხება დარღვევებს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ერთერთი გადაწყვეტილება 2013 წლის სექტემბრისა, რომელიც ქართველმა მოსამართლემ ზეპირად, ერთი ფრაზით გამოიტანა, წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის შესახებ, იყო არასაკმარისად დასაბუთებულიო და ეს ჩაითვალა დარღვევად. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, რომ 2014 წლის დეკემბერში მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, ეს ინციდენტი არ იყო გამოძიებულიო და ამიტომ ალბათ არისო მე-18 მუხლის დარღვევა, ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება სხვა მიზნებიც ჰქონოდა მის წინასწარ პატიმრობაში ყოფნასო. რაც შეეხება იმ დარღვევას, რაც დადგა, ამაზე იმედი მაქვს, რომ პროკურატურა გამოძიებას ჩაატარებს. ჩვენ გვევალება, რომ ჩვენს ქართველ მოსამართლეებს, ვასწავლოთ, როგორ დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, როცა ამბობენ, რომ გირაოს ვერ შეუფარდებს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად. ეს არის ტრენინგის მუდმივი პროცესი. ივანე მერაბიშვილისთვის ეს არის წარსულის დარღვევები, რომელიც მის ამჟამინდელ სამართლებრივ მდგომარეობაზე, ვერ იქონიებს ვერანაირ გავლენას,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

როგორც ცნობილია, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...