მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს,...

გიგა ბოკერია: ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ლიდერს, დაუდგინეს, რომ მასთან მიმართებაში დაირღვა მე-18 მუხლი

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

განცხადება პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. გიგა ბოკერია ექსპრემიერ ივანიშვილის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

“მე ცოტახნის წინ მითხრეს და მინდა დავაზუსტო, მართლა ასე არის საქმე თუ არა. ივანიშვილების რეჟიმი ყოველ დღე გვაკვირვებენ, რომ თურმე ივანიშვილისთვის უკითხავთ ამ საქმის შესახებ და მას უთქვამს ტყუილიაო. როგორც ჩანს ვერავინ ვერ შეჰბედა, რომ ეთქვა ეს მოხდა ან მოხდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მონების გუნდი მართავს,“- განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში 18-ე მუხლი მიუთითა, რომელიც დისკრიმინაციას გულისხმობს.

„მთელი ისტორიის განმავლობაში ევროპის სასამართლოში საქმეები სადაც მე-18 მუხლი, ანუ მუხლი დისკრიმინაციის და ამ შემთხვევაში პოლიტიკური დისკრიმინაციის შესახებ იქნა დადგენილი, ამ მუხლის დადგენა არის სულ შვიდი, ამ ბოლო, ვანო მერაბიშვილის საქმის ჩათვლით. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ლიდერს, ყოფილ პრემიერმინისტრს დაუდგინეს, რომ მასთან მიმართებაში დაირღვა მე-18 მუხლი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...