მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილისთვის ყველა გზა ნაციონალურ მოძრაობასთან მიდის

ბიძინა ივანიშვილისთვის ყველა გზა ნაციონალურ მოძრაობასთან მიდის

Published on

ყველა გზა ნაციონალურ მოძრაობასთან მიდის – ბიძინა ივანიშვილი ყველა მოხერხებულ შემთხვევაში მათი მისამართით აფრქვევს ბრალდებებს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ სულელური ქმედებები რომ არა, ის რაც მოხდა, არ მოხდებოდა. ახლა მზადდება ფილმი, რას სთხოვენ სააკაშვილს, როგორ ითხოვენ ამერიკელები, რომ გაჩერდეს. მაილსი იხსენებს, მუდამ ამას ცდილობდა და ძლივს ვაჩერებდითო. მაგრამ რუსული აგრესიის როლი ამით არ მცირდება. რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა, ამაზე საუბარი ჩემთვის რთულია, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა გავაერთიანოთ და ეკონომიკა განვავითაროთ. მოლაპარაკების ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ავირჩიეთ სწორი სტრატეგია. დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა განვავითაროთ. გაძიერებულ და გამთლიანებულ სახელმწიფოში ჩვენს ძმებსაც გაუჩნდებათ სურვილი, ჩვენთან იყვნენ. ახლა რუსეთი აგრძელებს პროვოკაციებს, ეს დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ. მიანიშნებენ, უნიათო ხელისუფლებააო, ამ დროს უნიათოები თვითონ არიან, ნახეთ რა დღეში დატოვეს სახელმწიფო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, უნდა ველოდოთ მოთმინებით და ჯერ დავიბრუნოთ ხალხი და არა ტერიტორიები. 

„ბევრი გაუაზრებელი შეცდომა მოხდა წინა ხელისუფლებების დროს, მარტო რუსეთს ნუ დავაბრალებთ“, – დასძინა ივანიშვილმა. ,, ნაციონალურ მოძრაობას“ ისე გამოჰყავს, რომ ეს 2008 წლის ომი დაიწყო რუსეთმა და მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...