ივანიშვილის პოლიტიკური შეცდომა სასახლეში მჯდარი კარგი პიროვნების იმიჯის საწინააღმდეგოდ მუშაობს

0
354

ბიძინა ივანიშვილის მიერ ქიბარ ხალვაშისთვის გაკეთებულ შეთავაზებას, სადაც ის ნიკა გვარამიას და რ2-ის მენეჯმენტის არჩევნებამდე თანამდებობებზე დატოვების სანაცვლოდ ხალვაშს ფინანსურ გარანტიებს სთავაზობდა, აქტორები და ანალიტიკოსები ეხმაურებიან.

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ამ სეტავაძებას ივანისვილის სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს:

„მე ვფიქრობ, ეს იყო მისი მხრიდან სერიოზული პოლიტიკური შეცდომა. მანამდე თუ ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო კერძო დავა და ამაში სახელმწიფო ვერაფრით ვერ ჩაერევა, თუმცა ამ ჩარევის ნიშნები სამწუხაროდ ჩანდა. ბატონი ივანიშვილის განცხადებებმა ბევრად უფრო ცხადი გახადა, რომ მმართველი ძალა სისხლხორცეულად არის დაინტერესებული რუსთავი2-ის საკითხის სხვანაირად გადაწყვეტით და გარკვეული შეთავაზებებიც გააკეთა. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მისგან სერიოზული შეცდომა იყო“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი უარს ეუბნება ბიძინა ივანიშვილს ხალვაშის სასარგებლოდ მატერიალური ანაზღაურების შეთავაზებაზე და ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე ,,სამართლიანობის აღდგენა“ სურს. ,,ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი, მაგრამ ამ წინადადებაზე უარს ვამბობ. ამ ეტაპზე მთავარია სამართლიანობის აღდგენა. გვინდა, არხი კრიტიკული იყოს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მიბმული“ – აცხადებს დავით დვალი 

რუსთავი 2 – ის მენეჯმენტის შენარჩუნებაის საკითხზე  ივანიშვილისა და ხალვაშის შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით   ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს: .„რაც შეეხება შემოთავაზებებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩემს მიმართ ისმის, რომ მე თუ რიტორიკას გამოვასწორებ, იგი თანახმაა ჩემთან თანამშრომლობაზე, პირდაპირ ვპასუხობ მას, მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ არასდროს არ შეიცვლება. ის არის ბიძინა ივანიშვილის მანქურთი და ცენზორი, მე მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მაგრამ, შეუძლია ამაზე არ იფიქროს, მას არ მოუწევს არავისთან თანამშრომლობა ამ შენობაში. ის ვერასდროს,“ რუსთავი 2“-ის შენობაში ფეხს ვერ შემოდგამს და ვერასდროს ვერ იქნება „რუსთავი 2“-ი ს კანონიერი მფლობელი. „რუსთავი 2“ არის იმის, ვისიც არის კანონიერად, ეს არ არის ქიბარ ხალვაში“, –

ააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმაურებიან. ანალიტიკოსი პოლ კრიგო სასამართლოს მიმდინარეობის დროს ნანახ დარღვევებზე აკეთებს კომენტარს:

„უკანასკნელ დღეებში ყველაზე თვალშისაცემი იყო ის, რომ, როდესაც 2 მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგენდა თავიანთ შეხედულებებს, რუსთავი2-ის ადვოკატები სასამართლოს დარბაზიდან გამოყარეს. ეს არის სამართლებრივი უფლებების არქონა, რაც მაშინვე უნდა გამხდარიყო ზედა ინსტანციაში გასაჩივრების საფუძველი. ხალვაშის დაჯილდოება ათწლეულის წინანდელი საეჭვო პოლიტიკური პრობლემებისთვის დემოკრატიული საზოგადოებისთვის უჩვეულოდ გამოიყურება. ეს უდავოდ ზრდის მნიშვნელობას, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვე რჩება. ივანიშვილმა ამ კვირას ინტერვიუში თქვა, იქნებ სასამართლომ დროებით არ შეცვალოს მენეჯმენტიო. ამის მიუხედავად, თუკი ის არის ამ ყველაფრის დამწყები, რაც დღეს ხდება, მაშინ მას სურს, გამოჩნდეს სასახლეში მჯდომ კარგ პიროვნებად. თუმცა ვის სჯერა მისი?“ – აცხადებს პოლ კრიგო.

 

 

 

წინა სტატია,,ეროვნული ფორუმი” ოკუპაციის მთელ პერიმეტრზე ვიდეო კონტროლის დაწესებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაქვაფენილის დამგები მუშები ანაზღაურებას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური