მთავარისიახლეებისაზოგადოებაამომრჩეველთა ერთიანი სია განახლდა - გადაამოწმეთ საკუთარი მონაცემები

ამომრჩეველთა ერთიანი სია განახლდა – გადაამოწმეთ საკუთარი მონაცემები

Published on

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე – voters.cec.gov.ge.

7 ივნისს 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 3, 634 საარჩევნო უბანი შეიქმნა, დადგინდა მათი ნომრები და საზღვრები; შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.

ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).

უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი).

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და კომპიუტერული დამუშავების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის, მე-5 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები) საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ (1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს) საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, 15 ივლისს ცესკო მორიგ განახლებულ მონაცემებს მიიღებს, რის საფუძველზეც კიდევ ერთხელ მოხდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ინფორმაციის განახლება.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...