მთავარისიახლეებიმსოფლიო50 დაღუპული, 53 დაჭრილი - პასუხისმგებლობა აშშ - ში მომხდარი...

50 დაღუპული, 53 დაჭრილი – პასუხისმგებლობა აშშ – ში მომხდარი მასობრივი მკვლელობისთვის „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

Published on

ქალაქ ორლანდოში მომხდარ თავდასხმას ,,სიძულვილისა და ტერორიზმის აქტი'' უწოდა აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხალხისადმი თავის მიმართვაში, რომელიც თავდასხმიდან სულ მცირე ხანში გააკეთა. 

„ეს იყო ტერორისტული აქტი და სიძულვილის გამოხატულება. ჩვენ, ამერიკელები ერთმანეთის გვერდით ვდგავართ მწუხარების ჟამს და ჩვენი ხალხის დაცვის პროცესშიც. ამ ადამიანს სიძულვილი ამოძრავებდა,“ – განაცხადა მან და პირადად მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს.

სამძიმრის განცხადება ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გაავრცელა. მომხდარს Twitter-ით პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და ხელისუფლება სისუსტეში დაადანაშაულა.

გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ მწუხარება ჰილარი კლინტონმაც გამოთქვა. 

ფლორიდის შტატში ქალაქ ორლანდოში შეიარაღებული თავდასხმა ღამით ერთ-ერთ ლგბტ კლუბზე ეროვნებით ავღანელმა, ამერიკის მოქალაქემ, ომარ მატინმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, ამ ტერორისტულ აქტს 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 53.

თავდამსხმელი ომარ მატინი, რომელმაც გუშინ აშშ-ის ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბში ცეცხლი გახსნა,  ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. მისი  ყოფილი მეუღლე  აცხადებს, იგი ჰომოფობი იყო, თუმცა რადიკალური ექსტრემიზმით არ გამოირჩეოდა.

როგორც აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის მოქალაქემ, ეთნიკურმა ავღანელმა ომარ მატინმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ , კერძოდ,   ისლამისტების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დადო

დღეს დილით ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილმა მედიასააგენტომ „ამაქმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 


 

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...