მთავარისიახლეებისამართალისაქმეზე ,,ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ'' გადაწყვეტილებას ევროსასამართლო 14 ივნისს გამოაქვეყნებს

საქმეზე ,,ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილებას ევროსასამართლო 14 ივნისს გამოაქვეყნებს

Published on

საქმეზე ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ევროსასამართლო 14 ივნისს გამოაქვეყნებს, ამ ინფორმაციას თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ავრცელებს. საქმე ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობის ეპიზოდს უკავშირდება.

ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს, მას გამოძიება ამომრჩეველთა მოსყიდვას, სხვისი ქონების მითვისებას და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სასამართლომ მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა, 25 მაისს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტებების გაკეთების გარეშე არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. 

საბოლოოდ 2014 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერი დამნაშავედ სცნო ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებაში და მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მერაბიშვილის რამდენიმე სარჩელი უზენაეს სასამართლოში ამ დრომდე არ არის განხილული.

სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს 2013 წლის 22 და 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეხუთე თავის რამდენიმე პუნქტისა და მეთვრამეტე მუხლთან შესაბამისობაზე. მერაბიშვილის მხარის პოზიციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე მოხდა. მერაბიშვილის პოზიციით, მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო საქმეები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. 

სტრასბურგის სასამართლოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ვანო მერაბიშვილის საქმეში მოხვდა 2013 წლის 14 დეკემბერს ციხის საკნიდან მისი გაყვანის ეპიზოდიც. ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. მთავარმა პროკურორმა მერაბიშვილს მაშინ კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა ამ ფაქტის შესახებ 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა და სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მერაბიშვილის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია

სიახლეები

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო...

უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის 16 300 ლარს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...