მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოდარებას 13 ივნისიდან პროგნოზირებენ

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოდარებას 13 ივნისიდან პროგნოზირებენ

Published on

სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით გამოდარებას 13 ივნისიდან პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით დღეს და ხვალ შედარებით გამოიდარებს, თუმცა ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, განსაკუთრებით საღამოსა და ღამის საათებში. ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით მოიმატებს და +23 +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.13 ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ძირითადად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. 13 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +27 +32 გრადუსის, აღმოსავლეთში კი +24 +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
14 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და დასავლეთში +31 +36, აღმოსავლეთში კი +27 + 32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...