მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თანამშრომლების სავარაუდო გათავისუფლება შეიძლება ემსახურებოდეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წინასაარჩევნო...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თანამშრომლების სავარაუდო გათავისუფლება შეიძლება ემსახურებოდეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წინასაარჩევნო ინტერესებს” – აცხადებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

Published on

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თანამშრომლების სავარაუდო გათავისუფლებას ეხმაურება და ამ ფაქტს მათზე ზეწოლად აფასებს. განცხადებას ვაქვეყნებთ უცვლელად: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელმა 7 და 8 ივნისს მიიღო გაფრთხილება გამგეობაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.  შესაბამისი ბრძანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მიმდინარე წლის 6ივნისს  გამოსცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განცხადებით, თანამშრომელთა მოსალოდნელი შემცირების მიზეზი მათთვის ცნობილი არ არის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა, რომ   შესაძლოა, მოხდეს გარკვეული სტრუქტურული გადაადგილებები, ინფორმაცია კი თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ მან არც უარყო და არც დაადასტურა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოზიციით, წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე სახის სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება და თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტულ საჯარო მოხელეებზე ზეწოლისათვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროისათვის მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული პოზიცია ამა თუ იმ სტრუქტურული თუ საშტატო ერთეულის საჭიროებასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ მოცემული რეორგანიზაცია, როგორც ჩვენს მიერ სხვადასხვა ინსტანციაში გასაჩივრებული არაერთი მსგავსი ფაქტი, ფორმალურ ხასიათს ატარებს და შეიძლება ემსახურებოდეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წინასაარჩევნო ინტერესებს.

ასევე, ეჭვს იწვევს ის გარემობა, რომ შესაძლო ცვლილებები ხორცილდება საბიუჯეტო წლის მეექვსე თვეს და არა მის დასაწყისში ან დასასრულს, რა დროსაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტს გარკვეული რეოგრანიზაცია საბიუჯეტო რესურსების ეკონომიის ან/და სტრუტქურული ერთეულების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით განეხორციელებინა.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის საჭიროება სათანადოდ იქნება დასაბუთებული და მისი აუცილებლობა გარდაუვალი, მოვუწოდებთ ადმინისტრაციულ ორგანოს მაქსიმალურად უზრუნველყოს მის სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოხელეთა შრომითი და სამართლებრივი ინტერესების დაცვა..'' 

 

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...