მთავარისიახლეებიპოლიტიკაწამების დანაშაულებთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა აეკრძალებათ

წამების დანაშაულებთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა აეკრძალებათ

Published on

წამების დანაშაულების შესახებ მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, ასეთ დანაშაულებთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა აეკრძალება.დადგენილების პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების პოზიცია გაიზიარა.”დადგენილებაში შეგვიძლია შევიტანოთ, რომ აეკრძალოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება იმ ადამიანების, ვინც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არიან ან იქნებიან ცნობილი წამების დანაშაულებისათვის – ეს არის წამება, წამების მუქარა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა. ეს ძალიან მნიშველოვანი გზავნილი იქნება ჩვენგან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე მომზადებული დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააცნო. ბესელიამ კოლეგებს კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ანგარიშიც წარუდგინა.

ინტერპრესნიუსი

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....