მთავარისიახლეებისაზოგადოება”რუსთავი 2” მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას ითხოვს

”რუსთავი 2” მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას ითხოვს

Published on

”რუსთავი 2”-ის მხარე შორენა ყაველაშვილის აცილებას მოითხოვს. ”იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 1-ელ ივნისს მივმართეთ, თუმცა მხოლოდ დღეს გაგვცეს პასუხი. ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულად რთულად მოსაძიებელ ინფორმაციას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ დღეს წარმოადგინა ინფორმაცია ჩვენს შეკითხვაზე თუ რა კვალიფიკაციით აქვს ჩაბარებული შორენა ყაველაშვილს გამოცდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: შორენა ყაველაშვილმა წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის კვალიფიკაციის გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში. ანუ ჩვენ გვაქვს საქმე შემდეგ გარემოებასთან: ჩვენს საქმეს, რომელიც საკუთრივ სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა რთულ და კომპლექსურ სამართლებრივ დავად, იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სამოსამართლო კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით. შესაბამისად, ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ, ხმა არ ამოუღია, გარდა იმ პროცესისა, როდესაც მისი აცილების შუამდგომლობა დადგა,ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოავლინეს სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე იყო საჭირო კოლეგიაში. ქეთევან მესხიშვილი ან გოდერძიშვილი რის საფუძველზე ჩანაცვლდა შორენა ყაველაშვილით, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო პალატას, წარმოადგენს სისხლის სამართლის პალატას და არ გააჩნია მოსამართლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი”, – განაცხადა გვარამიამ. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...