მთავარისიახლეებისაზოგადოება”რუსთავი 2” მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას ითხოვს

”რუსთავი 2” მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას ითხოვს

Published on

”რუსთავი 2”-ის მხარე შორენა ყაველაშვილის აცილებას მოითხოვს. ”იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 1-ელ ივნისს მივმართეთ, თუმცა მხოლოდ დღეს გაგვცეს პასუხი. ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულად რთულად მოსაძიებელ ინფორმაციას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ დღეს წარმოადგინა ინფორმაცია ჩვენს შეკითხვაზე თუ რა კვალიფიკაციით აქვს ჩაბარებული შორენა ყაველაშვილს გამოცდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: შორენა ყაველაშვილმა წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის კვალიფიკაციის გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში. ანუ ჩვენ გვაქვს საქმე შემდეგ გარემოებასთან: ჩვენს საქმეს, რომელიც საკუთრივ სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა რთულ და კომპლექსურ სამართლებრივ დავად, იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სამოსამართლო კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით. შესაბამისად, ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ, ხმა არ ამოუღია, გარდა იმ პროცესისა, როდესაც მისი აცილების შუამდგომლობა დადგა,ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოავლინეს სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე იყო საჭირო კოლეგიაში. ქეთევან მესხიშვილი ან გოდერძიშვილი რის საფუძველზე ჩანაცვლდა შორენა ყაველაშვილით, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო პალატას, წარმოადგენს სისხლის სამართლის პალატას და არ გააჩნია მოსამართლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი”, – განაცხადა გვარამიამ

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...