მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს

Published on

პარლამენტმა  დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ  სამ კანდიდატს  ანა დოლიძეს, თამარ ლალიაშვილს და ნონა თოდუას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატები მხარდაჭერის შემთხვევაში 10 წლის ვადით გამწესდებოდნენ. მათი დამტკიცებისთვის 76 ხმა იყო საჭირო, მაგრამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ფრაქცია ,,ქართულ ოცნების ''უარმა  მათ მხარდაჭერაზე.  აღსანიშნავია, რომ ფრაქციაში კანდიდატებთან დაკავშირებით  აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა საბოლოოდ  ისინი უარის თქმაზე შეთანხმდენენ. 

. კენჭისყრა ასეთი შედეგით დასრულდა: ანა დოლიძე 34 – მომხრე, 4 – წინააღმდეგი; თამარ ლალიაშვილი 27-მომხრე, 2 – წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22- მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

კენჭისყრის დასრულებისას პარლამენტის ორმა წევრმა, მურმან დუმბაძემ და გია ჟორჟოლიანმა მოითხოვეს, რომ მათი ხმა ანა დოლიძის კანდიდატურას დამატებოდა. თუმცა ორი დეპუტატის მხარდაჭერამ ანა დოლიძის არჩევაზე გავლენა ვერ მოახდინა

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ამ კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ  ისინი თავისი ბიოგრაფიით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით იქნებიან ადამიანები,  ვინც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენს და არა  – რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ჯგუფის ან პოლიტიკოსის სახელით და უკეთესი მართმსლაჯურება მისცენ ქვეყანას“.

პარლამენტმა  ტავისი გადაწყვეტი;ებით პრეზიდენტის ეს მოსაზრება არ გაიზიარა. 

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...