„ნუ გძინავთ, მიხედეთ ქალაქს“- ამ სახელწოდებით დღეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ სამეგრელოს განვითარების ცენტრის ახალგაზრდებთან ერთად ბოტანიკურ ბაღში საპროტესტო აქცია გამართა.აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ფოტოები ბაღში დამონტაჟებულ ურნებზე გააკრეს.წითლიძე ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღის მოვლასთან დაკავშირებით პრობლემებია, მომრავლებულია მსხვილფეხა პირუტყვი, განადგურებულია ბზა, მოუწესრიგებელია ურნები და დასუფთავების სამსახურს საკმარისი მუშახელი არ ყავს.წითლიძის ბრალდებებს მერიაში უპასუხეს. ვიცე-მერმა გია გულორდავამ დაადასტურა რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და დაჯარიმებისა, მაინც ხდება საქონლის შემოდინება, ხოლო რაც შეეხება ბზის დაგვიანებით შეწამვლას, ამ ფაქტს სიცრუე უწოდა.საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილობრივი თვცითმმარტველობა საკუთარი ძალებით უვლის ბოტანიკურ ბაღს, თუმცა ერთიანად მისი მოვლა-პატრონობა ბაღის რაბილიტაციის პროექტის ამუშავებამდე ვერ ხერხდება.ზუგდიდასუფთავების უფროსი განმარტავს, რომ ისინი დავალებულ სამუშაოს კარგად ასრულებენ, თუმცა მთლიანად ბაღის მოვლისთვის საჭირო თანხები ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია, ადასტურებს იმასაც, რომ ბოტანიკური ბაღის კომპლექსის მოვლას მუშახელის მეტი რაოდენობაც ჭირდება.ანი წითლიძე აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა აიღოს.
„ნუ გძინავთ, მიხედეთ ქალაქს“- აქცია ბოტანიკურ ბაღში
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...