მთავარისიახლეებითვალსაზრისიხელისუფლებამ სასამართლოს მეშვეობით ხელყო სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა - გადაწყვეტილებას რუსთავი...

ხელისუფლებამ სასამართლოს მეშვეობით ხელყო სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა – გადაწყვეტილებას რუსთავი 2 – ის საქმეზე მწვავე შეფასებები მოყვა

Published on

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ უცვლელად დატოვა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 60 % სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარჩა ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში, 40% კი კომპანია პანორამას მფლობელობაში, რომელიც ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აფასებენ:   

ელენე ხოშტარია ( ნაციონალური მოძრაობა) : საქართველოს ხელისუფლება თავს ვერ იკავებს და წინასაარჩევნო პერიოდში ახშობს კრიტიკულ ტელევიზიას. სამწუხაროდ, ამ დარბაზში არაფერი წყდება. ყველაზე მეტი ინფორმაცია რუსთავი 2-ის ბედის და მომავლის შესახებ მივიღეთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებში მას  ხელს უშლის რუსთავი 2 და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ვერ იკავებს თავს და ამ წინასაარჩევნო პერიოდში უნდა  ჩაახშოს კრიტიკული ტელევიზია. ეს არის კიდევ ერთი ინსტიტუტის გათელვა“ 

თამარ კინწურაშვილი,  მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე : „დღეს მოსამართლეებმა შეასრულეს ნოტარიუსის ფუნქცია, მათ დააკანონეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, რომლის მიზანი იყო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვალა, რაც შემდეგ ურთმელიძემ განამტკიცა თავის გადაწყვეტილებებში. ეს გადაწყვეტილება არის საზიანო მთლიანად დემოკრატიული და წინასაარჩევნო პროცესისთვის''. 

შალვა შავგულიძე  (თავისუფალი დემოკრატები):   „სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდით, ფურცელზე ყველაფრის დაწერა შეიძლება, მაგრამ სამართლებრივი დასაბუთება ამას ვერ ექნება. ისეთი პროცედურული დარღვევებით იქნა ეს სასამართლო განხილვები ჩატარებული, რომ რა თქმა უნდა, ამას სამართალთან არაფერი აქვს საერთო –  ქართული ოცნების ხელისუფლებამ, სასამართლოს მეშვეობით ხელყო სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა. ასეთ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო სასამართლოს ხელით ხელყოფს ამ ღირებულებებს, უკვე დემოკრატიულობაზე ამბიციის მქონე საზოგადოების ვალია, დაიცვას დემოკრატიისთვის ესოდენ ფუნდამენტური და უძვირფასესი ღირებულებები 

მანანა ნაჭყებია, (ახალი მემარჯვენეები): საოცარი ლოგიკაა, რომ მაინცდამაინც არჩევნების წინ, სხვადასხვა ტელევიზიებში მოხდა მფლობელების შეცვლა, სხვადასხვა ტელევიზიებიდან უშვებენ რეიტინგულ ჟურნალისტებს. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ წინასაარჩვენოდ მოსუფთავდეს ველი.ხელისუფლების სურვილი იყო ემართა სასამართლო, რომელიც გააკეთა მურუსიძის ხელით . ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შეფასედეს, როგორც თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს რეალობა არ იქნება,“ 

სერგი კაპანაძე , (ნაციონალური მოძრაობა) : ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არის დარტყმა საქართველოს საგარეო იმიჯზე, რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიზირებული დავაა. პროცესები დარღვევით წარიმართა. ამოცანა იყო ერთდერთი, რომ სწრაფ ტემპში მიეღო გადაწყვეტილება და ეს ამოცანა შეასრულა. ეს ბრძოლა გაგრძელდება სამართლებრივი გზებით. ის ამოცანა, რომელიც დასახული აქვს ბატონ ივანიშვილის, რომ ჩაიგდოს რუსთავი 2 ხელში, დარჩება შეუსრულებელი,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნინო გოგუაძე (თავისუფალი დემოკრატები):  ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით მიმდინარეობს. მის  სურვილს ასრულებს არა მარტო სასამართლო, არამედ პარლამენტიც. ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია იმისთვის, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება შეზღუდონ. ეს ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიის მთავარი ღირებულება არის საფრთხეში და მასზე განახორციელეს შეტევა, სასამართლოს მეშვეობით,“ 

პაატა ბურჭულაძე (სახელმწიფო ხალხისთვის) :  სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. ყველასათვის ნათელია, რომ ხელისუფლების სურვილი არც არასოდეს ყოფილა რეალური სასამართლო რეფორმის განხორციელება. მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მოკავშირეა. ეს პროცესი სააპელაციო სასამართლოს ამ პროვოკაციული გადაწყვეტილებით არ დასრულდება და კიდევ უფრო გაართულებს არსებულ ვითარებას. ქართული საზოგადოება, ჩვენ, ყველანი ერთად არ დავთმობთ დამოუკიდებელ ტელევიზიას და მის სარედაქციო თავისუფლებაში ჩარევას. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს სწორედ სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს,“ – 

 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...