მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: „მიხეილ სააკაშვილი მსხვილ პოლიტიკურ ფიგურად დარჩება და საქართველოშიც დაბრუნდება“,

გიგა ბოკერია: „მიხეილ სააკაშვილი მსხვილ პოლიტიკურ ფიგურად დარჩება და საქართველოშიც დაბრუნდება“,

Published on

 

„მიხეილ სააკაშვილი მსხვილ პოლიტიკურ ფიგურად დარჩება კიდევ დიდხანს და საქართველოშიც დაბრუნდება“,-აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მორაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო “თავისუფლებას” ერთობლივი პროექტის, გადაცემა “ინტერview”-ს ეთერში განაცხადა. 

ბოკერია დარწმუნებულია, რომ როდესაც „ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებში დამარცხდება, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც აერთიანებს ძალიან ფუნდამენტური პოლიტიკური შეხედულებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკუი დევნილი ციხიდანაც გათავისუფლდება და საქარველოში ჩამოსვლის შესაძლებლობაც მიეცემა. როდესაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებში დამარცხდება, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილსაც მიეცემა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

2012 წელს არჩევნებში მარცხის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიგნით დაიწყო პარტიის შიდა რეფორმირება და პარტიამ გადადგა ჩვენს უახლოეს ისტორიაში საკმაოდ უპრეცედენტო ნაბიჯები. ეს რეფორმა არაა დასრულებული, მაგრამ ეს გულისხმობს კოლექტიურ მართვაზე გადასვლას.  პოლიტიკური გადაწყვეტილებები ახლა მიიღება პოლიტიკურ საბჭოში, მეორე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად საარჩევნო სიიის ფორმირება.

მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი ბელადის, ან თუნდაც რამდენიმე ლიდერის პარტია. ეს არის პარტია იმ ადამიანების, რომლებიც ამ პარტიის ნაწილად თვიან თავს. ბუნებრივია, ამ პარტიაში არიან მსხვილი, საშუალო, დამწყები ლიდერები და ეს ყველაფერი დინამიკაშია. მიხეილ სააკაშვილი მსხვილ პოლიტიკურ ფიგურად დარჩება კიდევ დიდხანს და საქართველოშიც დაბრუნდება“,-განაცხადა ბოკერიამ.   

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...