მთავარისიახლეებისაზოგადოება3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

Published on

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც 3 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებულ დავით ბეჭვაიას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. სასამართლოსთან დაღუპულების ოჯახის წევრებისა და ახლობლების აქცია გაიმართა, დაზარალებული მხარის განცხადებით, მათი უკმაყოფილება გამოიწვია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მხრიდან გამოცხადებული პიროვნებების ცინიკურმა დამოკიდებულებამ, რომლის დროსაც სხდომაზე ხმაური ატყდა,რაც ასევე, აქციის მონაწილეების თქმით, იყო წინასწარ დაგეგმილი, რის გამოც სხდომა დაიხურა,ხოლო დაზარალებული მხარე მოსამართლემ სხდომიდან გააძევა.აქციის მონაწილეების მხრიდან განსაკუთრებული აგრესია ბრალდებულის სასამართლო ეზოდან გაყვანას მოყვა, თუმცა პოლიციამ მათი დაშოშმინება შეძლო.დაზარალებულები საქმეში მთავარი პროკურორის ჩართვას, ბრალდებულის უვადო პატიმრობას და ადვოკატის ჩამოშორებას ითხოვენ.რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, თანდილა ჯოლოგუასთან ამ დრომდე დაკავშირება ვერ მოხერხდა,ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.შეგახსენებთ, რომ პაატა ჩუბინიძეს, გიორგი ფიჩხაძესა და მერაბ აბესაძეს ახლობლები 3 დღე-ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. ისინი ხორცის ბიზნესით იყვნენ დაკავებული, სოფლებში მოსახლეობისგან ცოცხალ პირუტყვს ყიდულობდნენ და მარნეულის ბაზარში ყიდდნენ.2016წლის 9 თებერვალს, პაატა ჩუბინიძეს უცნობმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში პირუტყვი ჰყავდა გასაყიდი. 10 თებერვალს, დილით ადრე, პაატა მეუღლის ბიძაშვილთან, გიორგი ფიჩხაძესთან ერთად თავისი მიკროავტობუსით ზესტაფონიდან სამეგრელოში წავიდა. პოლიციამ მოგვიანებით ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში, ურთის მთასთან ცხედრებსაც მიაგნო. მათ თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. მკვლელობის მოტივად ანგარებით, ფულის გამოძალვის მიზნით თავდასხმა სახელდება. დანაშაული გახსნილად გამოცხადდა და სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სოფელ ნარაზენში მცხოვრები, ყოფილი სპეცრაზმელი, 40 წლის დავით ბეჭვაია დააკავეს. ძალოვანთა მტკიცებით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა და პოლიცია იმ ადგილას მიიყვანა, სადაც ხალხი ჰყავდა დახოცილი.ბრალდებულ დავით ბეჭვაიას ბრალი სსკ-ის 109 მუხლის მე-3 ნაწილის ,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით აქვს წაყენებული, რაც განხზრახ მკვლელობას გულისხმობს.საქმეს მოსამართლე შოთა ბიჭია განიხილავს

 

 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...