მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის სააპელაციო სასამართლო "რუსთავი 2"-ს განცხადებით პასუხობს

თბილისის სააპელაციო სასამართლო “რუსთავი 2”-ს განცხადებით პასუხობს

Published on

თბილისის სააპელაციო სასამართლო რუსთვი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოსამართლე შორენა ყაველაშვილი არ იყო უფლებამოსილი განეხილა სამოქალაქო საქმეები. სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მასში ინფორმაცია არ არის სრულყოფილად მითითებული."მოსამართლე შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული 18 თვიანი კურსი და შესაბამისად წარმატებით აქვს ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. გარდა ამისა, მოსამართლე ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1000- ზე მეტი სამოქალაქო საქმე.რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით, განვმარტავთ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა მოსამართლემ განიხილოს სხვა სპეციალობის საქმე. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები ხშირად განიცდიან მოსამართლეთა სიმცირეს, აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე გამოიყენება სამივე ინსტანციის სასამართლოებში და წარმოადგენს, ფაქტიურად ერთადერთ საშუალებას თავიდან იქნას აცილებული საქმეთა განხილვის მნიშვნელოვანი გაჭიანურება.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა მოსამართლე შორენა ყაველაშვილს და მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავოს იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,"- ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავი2

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...