მთავარისიახლეებისაზოგადოებასკანდალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეს არაუფლებამოსილი კოლეგია განიხილავდა

სკანდალური დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეს არაუფლებამოსილი კოლეგია განიხილავდა

Published on

რუსთავი 2-მა ახალი სკანდალური დოკუმენტები მოიპოვა. საბუთებით მტკიცდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილა, არაუფლებამოსილია განიხილოს სამოქალაქო დავა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან რუსთავი 2-ის წერილის პასუხად, დღეს მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, კანონის თანახმად კი ყავლაშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც რუსთავი 2-ის სამოქალაქო დავას იხილავდთ.იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შორის არის შორენა ყაველაშვილის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. "ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ რუსთავი 2-ის საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, უკანონო შემადგენლობამ, რაც ცალსახად კანონის დარღვევაა და მათ მიერ მიღებული გადაწვეტილება ყოველთვის ჩაითვლება, როგორც უკანონო," – განუცხადა რუსთავი 2-ს, სამაუწყებლო კომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.

 

რუსთავი2

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...