მთავარისიახლეებითვალსაზრისიმედიაექსპერტების შეფასებით, ზაქარია ქუცნაშვილი წარმოუდგენელი სიბრიყვით ასაჯაროებს ხელისუფლების ზრახვებს: ჩვენ დავამარცხებთ რუსთავი...

მედიაექსპერტების შეფასებით, ზაქარია ქუცნაშვილი წარმოუდგენელი სიბრიყვით ასაჯაროებს ხელისუფლების ზრახვებს: ჩვენ დავამარცხებთ რუსთავი 2 – ს

Published on

 კვლავ უცნობი რჩება, რა დრო დასჭირდება სასამართლო კოლეგიას გადაწყვეტილების მისაღებად  რუსთავი2-ის საქმეზე, განხილვა გუშინ დასრულდა, თუმცა  კოლეგიამ გადაწყვეტილერბის გამოსაცხადებლად რამდენიმე დღე აიღო.

სანამ რუსთავი 2 – ისა და ზოგადად მედიის თავისუფლების მხარდამჭერები ამ გადაწყვეტილების მოლოდინში არიან,  სამოქალაქო სექტორისა წარმომადგენლები და   პოლიტიკოსები აქტიურად განიხილავენ ამ თემას.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფორმალურად გამოთქმული მოსაზრების ორკესტრირებას წარმოადგენს,  რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, ,არ შედის ხელისუფლების ინტერესებში და  მიესალმებიან გადაწყვეტილებას, რომელიც არ დააზარალებს ტელეკომპანიას.

”მენეჯმენტის თუ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, პოლიტიკურ რეალობას ნამდვილად ვერ შეცვლის. ასე, რომ არც ბიძინა ივანიშვილის და არც ნებისმიერი ჩვენთაგანის სურვილი იმისა, რომ ხვალ რუსთავი 2-მა შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა, ნამდვილად არ შეიძლება იყოს“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.

 ფრაქცია ,,ქართული ოცნება – მრეწველების'' მდივნის ზურაბ ტყემალაძის თქმით, ,,რუსთავი 2-ის წინააღმდეგ რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ იქნებოდა სასურველი, განსაკუთრებით ახლა წინასაარჩევნო პერიოდში''

“წინასაარჩევნო პროცესში არ უნდა შეიცვალოს მენეჯმენტი, რომ არ გაჩნდეს ბრალდებები და კითხვის ნიშნები ან რომ არ დადგეს წინაასარჩევნო პერიოდში თავისუფალი სიტყვის ჩახშობის საკითხი. ამიტომ, ეს არც ჩვენს და არც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში არ შედის“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.

რაც შეეხება ამ განცხადებებს მიღმა მდგარ არსებით პრობლემას, იგი იმაში მდგომარეობს, რომ მმართველი გუნდი პარალელურად და უკვე  ტრადიციულად, ცდილობს რუსთავი 2 – ის საქმე  2 სუბიექტს შორის კერძო დავაზე დაიყვანოს.  ეს განსაკუთრებული ,,გულახდილობიტ" ან , როგორც ოპონენტები აფასებენ, წარმოუდგენელი სიბრიყვით ღიად განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გუშინდელ გადაცემაში  ,,არჩევანი":  „2012 წელს იყო არაერთი რუსთავი2, არამედ ბევრი და მაშინ დაგამარცხეთ თქვენ და თქვენი პარტია. ჩვენ ვაპირებთ, გავიმეოროთ ეს წარმატებული ისტორია. თქვენ არ ხართ ის ტელევიზია, რომელიც საზოგადოებისგან ნდობას იმსახურებს. თქვენ ხართ ოპოზიციური, მაგრამ მიკერძოებული ტელევიზია და ამიტომ იმსახურებთ ჩვენგან კრიტიკულ შეფასებას,“ – განაცხადა მან ღია ეთერში, რასაც მყისვე მოყვა სტუდიაში მყოფთა მწვავე რეაქცია:  

“ბატონო ზაქრო, ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ თქვენ, სავარაუდოდ, აღარ იქნებით ოცნების სიაში იმიტომ, რომ თქვენ თქვით წარმოუდგენელი სიბრიყვე. თქვენ თქვით, რომ დაამარცხებთ რუსთავი2-ს. თქვენ ახლა რუსთავი2-ს საჯაროდ დაემუქრეთ,“ – განაცხადა მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ.

 ზაქარია ქუცნაშვილმა ფაქტობრივად გამოხატა სახელისუფლებო ძალების ნამდვილი ინტერესები რუსთავი 2 – ის საქმის მიმართ.

 ხელისუფლების გარდა, თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ომი და სასამართლო ამ შემთხვევაში არა მართლმსაჯულებას, არამედ კონკრეტულ დაკვეთას ახორციელებს.

ნაციონალური მოძრაობა საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. “არავის არ ეპარება ეჭვი, რომ მოსამართლეები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ნაკარნახევი იქნება ხელისუფლების მხრიდან. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, ისევე როგორს ქართული ოცნების სხვა წევრებისა, რომ თითქოს და ისინი არ ერევიან ამ პროცესში, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას არსებულ კანონდარღვევებსა და მედია თავისუფლებაზე წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო სექტორი ცალკე ანგარიშს მოამზადებს. მესამე სექტორი დოკუმენტს ევრო სტრუქტურებშიც გაგზავნის. საქმის პოლიტიკურ ასპექტზე საუბრობენ მედია და პოლიტიკური ექსპერტებიც.

სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველის დავით ჯანდიერის თქმით, ეს კოლეგია სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. “ჩვენ ვუყურებდით პროცესს რომლის პირობებშიც რუსთავი 2-ის წარმომადგენლები იყვნენ გაძევებულნი და გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისი კომპანიის ინტერესები დაეცვა. არავითარი ილუზია არ მაქვს იმის, რომ გადაწყვეტილებას ეს კოლეგია გამოიტანს კანონის და სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე“ – აღნიშნა მან.

 “სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე და ძალიან კონკრეტული ადამიანების მზაობაზე. საზოგადოება ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში“ – განაცხადა  .პოლიტოლოგმა  ვანო მაჭავარიანმა.

"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ  უფრო ზუსტად დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. რეალობა არის ის, რომ, თუ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მაშინ მათ პრობლემები არა აქვთ. სასამართლოში არის კონკრეტული საქმეები, სადაც არსებობს კონკრეტული მოტივაცია ივანიშვილის და ამ ხელისუფლების, სადაც კონკრეტულ მოსამართლეებზე არსებობს გავლენა და ეს არის რეალური პრობლემა,“ – აცხადებს ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის თავმჯდომარე  ზურაბ ჯაფარიძე. 

ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე, რუსთავი2-ის საქმეს "სამართლებრივ აბსურდსა" და "მკაფიოდ პოლიტიკურ საქმეს" უწოდებს. მისი თქმით, ეს დაადასტურა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციამაც წარმოაჩინა. „ჩვენ დღეს მოვისმინეთ ორსაათნახევრიანი, ვრცელი ტირადა. ამ პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად ამ მმართველს ყელში გაჩხერილი ჰყავს რუსთავი2.  ჩანს, რომ ეს ადამიანი არაადეკვატურია რეალობის მიმართ და ლოგიკასთან და თანმიმდევრობასთანაც პრობლემა აქვს,“ – განაცხადა გიორგი თარგამაძე.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, გია ნოდია, რუსთავი2-ზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ,,ივანიშვილს რუსთავი2 არჩევნებში სასურველი შედეგის მიღებაში ხელს უშლის. ივანიშვილს ლოგიკურად თავსებადი განცხადებები არა აქვს. ივანიშვილს აქვს ოცნებები, მაგრამ აქვს საოცნებო რეალობა, რომელიც აქვს მხოლოდ მის თავში. მაგალითად, წარმოდგენა, როგორ უნდა უყვარდეს ის ხალხს და როგორ უნდა ხედავდეს ხალხი საქართველოში, რაც ხდება. მთავარი პრობლემა ამ ოცნების ბოლომდე განხორციელებაში არის რუსთავი2. ასევე, რუსთავი2 არჩევნების მოგებაში უშლის ხელს,“ 

“რუსთავი2-ის საქმე განხილული უნდა იქნას საერთო კონტექსტში,“ – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს'' აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, მისი თქმით, ეს პროცესები დაიწყო მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება'' მოვიდა ხელისუფლებაში “მთლიანად ამ პროცესს განვიხილავთ საერთო კონტექსტში იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ან გუშინდელი სასამართლოს სხდომა. ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმ პროცესებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება'' მოვიდა ხელისუფლებაში. ყველა საკითხი და მოცემულობა განხილული იქნება, როდესაც ჩვენ შევაფასებთ იმ სასამართლო პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში.  ჩვენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული შეფასებით არ შემოვიფარგლებით, ჩვენ შევხედავთ მთლიანად კონტექსტს და იმასაც, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს წინა საარჩევნო პერიოდში“ – განაცხადა მან.

ვრცელდება ინფორმაცია,  რომ რუსთავი2-ის საქმის განხილვისას არსებულ კანონდარღვევებზე არასამთავრობო სექტორი ცალკე ანგარიშს მოამზადებს, რომელსაც ევროსტრუქტურებში გაგზავნის გასაცნობად.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...