მთავარისიახლეებისამართალი"ის უნდა გადმოგვეცეს და გასამართლდეს ქართული მართლმსაჯულებით'' - საგარეო საქმეთა სამინისტრო...

“ის უნდა გადმოგვეცეს და გასამართლდეს ქართული მართლმსაჯულებით” – საგარეო საქმეთა სამინისტრო გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესახებ

Published on

"ის უნდა იყოს გადმოცემული და გასამართლდეს ქართული მართლმსაჯულებით. ჟენევის უახლოეს სხდომაზე, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა  ბრიფინგზე, რომელიც გუშინ გაიმართა . მისი თქმით, ჯერ ისევ უცნობია დაკავებულია თუ არა  დამნაშავე, ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირი.

დავით ზალკალიანმა ისაუბრა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ამ რამდენიმე დრის წინათ გაკეთებულ განცხადებაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით. 

განსხვავებით ზალკალიანისაგან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, რაშიდ კანჯი ოღლი დაკითხულია და ბრალიც აქვს წაყენებული,  თუმცა უცნობი რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ახმაურებს არც ამ და არც სხვა დეტალებს.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება, მომხდარ მკვლელობაზე, დროული იყო.

შეგახსენებთ, გიორგი კვირიაშვილმა ორი დღის წინათ გააკეთა მკვეთრი განცხადება იმის შესახებ, რომ ხურჩაში მომხდარი სასტიკი დანაშაული დაუყოვნებლივ უდა იქნას გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი, წინაარმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება პოზიტივი, რასაც ქვეყნის მთავრობამ ნდობის აღდგენის მიმართულებით მიაღწია. საპარლამენტო ოპოზიციამ გაუგებარი უწოდა ამ განცხადებას და  მწვავედ გაააკრიტიკა პრემიერი,მისი თქმით  მკვლელის დაპატიმრებისა და საქართველოსთვის გადმოცემის რიხიანი მოთხოვნის მიღმა  იკითხება  მცდელობა იმის შენიღბვისა, რომ , ხელისუფლებამ ამ დრომდე  სათანადოდ ვერ გამოიყენა  მის ხელთ არსებული რეალურად  მექანიზმები  . განცხადებები ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა'' და ,,თავისუფალ დემოკრატებში'' გაკეთდა. 

 

 

 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...