მთავარისიახლეებიმსოფლიოამერიკელი სენატორები: ობამას ადმინისტრაცია საკმარისად არ მუშაობს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან...

ამერიკელი სენატორები: ობამას ადმინისტრაცია საკმარისად არ მუშაობს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან ბრძოლაში

Published on

როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, აქართველო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ  მოსმენაზე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ. 

ამერიკელმა სენატორების მოსაზრებით,  ობამას ადმინისტრაცია საკმარისად არ მუშაობს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან ბრძოლაში.  

,„დღეს ჩვენ შევხვდით, რათა ვიმსჯელოთ რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფსრუსეთის ქმედებები, მათ შორის 2008 წლის ომი და მოსკოვის მიერ ”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის სეპარატისტული ანკლავების მხარდაჭერა, საფრთხეს უქმნის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს.– განაცხადა  სენატორმა ბენ კარდინმა. 

 მისი მოსაზრებით, ,,პუტინის რეჟიმი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, როგორც რუსეთის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ – რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008 წელს, საქართველოსა და მოლდოვაში სეპარატისტული ანკლავების მხარდაჭერა, შეჭრა უკრაინაში, ყირიმის უკანონო ანექსია, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტული ძალების დახმარება ეჭვქვეშ აყენებს სუვერენული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, რომელიც ევროპის ქვაკუთხედია 1975 წელს ხელმოწერილი ჰელსინკის შეთანხმების შემდეგ“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საერთო ინტერესები რუსეთის რეჟიმთან, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ჩვენი პრინციპები, ან თვალი დავხუჭოთ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომელიც პუტინის მიერაა ჩადენილი“, – განაცხადა სენატორმა. 

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...