მთავარისიახლეებისამართალიზაზა ბიბილაშვილი: დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია სასამართლო საერთოდ

ზაზა ბიბილაშვილი: დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია სასამართლო საერთოდ

Published on

ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და ამას მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი გააჩნია. ჩვენ არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. სააპელაციო სასამართლომ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, გადააჭარბა ურთმელიძის უტიფრობას და უკანონობას. დღეს ჩვენ არამცთუ დამოუკიდებელი სასამართლო არ გაგვაჩნია, დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია სასამართლო საერთოდ. “ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი. 

რუსთავი2-ის ადვოკატები და მხარდამჭერები, ფართო საზოგადოებრიობა   უკმაყოფილებას  გამოთქვამს იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განხილვა ისე დასრულდა, რომ სასამართლოს არ მოუსმენია არც მხარეთა პაექრობისთვის და არც რეპლიკებისთვის.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია, რუსთავი2–ის ადვოკატების უკმაყოფილებას არ იზიარებს. მისი თქმით, მოსამართლეების დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან სააპელაციო სასამართლოში პაექრობასა და რეპლიკებს არ ითვალისწინებს.

რუსთავი2-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესებზე მიუთითებს ადვოკატთა  ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს, არჩევნებამდე შეცვალოს რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა.

„კარს მოგვადგა არჩევნები და რუსთავი2-ის გარეშე მე ვფიქრობ, რომ არც ერთი წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფო ივანიშვილის ხელისუფლებას არჩევნებს არ უცნობს. მე მიკვირს ხელისუფლების უგუნურობის, რომლებიც ჯიუტად, პატარა ბავშვივით ცდილობენ, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალონ. თუ არის მეწილეებს შორის დავა, რატომ აკეთებს ქვეყნის პირველი პირი, ყოფილი პრემიერი განცხადებას? ანუ ეს ხალხი არის რუსთავი2-ის საქმის ირგვლივ აშკარად ინფორმირებული,“ – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...