მთავარისიახლეებიმსოფლიოტერაქტი სტამბულში. თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა ქურთ რადიკალებს დააკისრა

ტერაქტი სტამბულში. თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა ქურთ რადიკალებს დააკისრა

Published on

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში დღეს მომხდარ  აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ქურთების მუშათა პარტიას, რომლებიც ქურთების ავტონომიას ითხოვენ. თურქეთის ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს იქამდე, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევს.

 აფეთქება დღეს დილით, პიკის საათის დროს მოხდა სტამბოლის ცენტრში,  ტურისტებში პოპულარულ ბაიაზეთის კვარტალში, კერძოდ, ბეზნეჯილერის ავტობუსის გაჩერებაზე ,  რომელიც პოლიციის განყოფილებასთან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.   აფეთქებამ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 7 პოლიციელია, 4 –  ჩვეულებრივი გამვლელი. დაჭრილია ,36 ადამიანი კი,   მათ შორის 14 პოლიციის თანამშრომელია. თვითმხილველთა ცნობით, აფეთქება მოხდა მაშინ, როცა გაჩერებასთან პოლიციელთა ავტობუსი გადიოდა. ლაპარაკობენ იმაზეც, რომ აფეთქების კვალდაკვალ სროლებიც გაისმა. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა. მთ;იანად დამწვარია ავტობუსი, დაზიანებულია ახლომდებარე შენობების ფასადები. 

 

 

 

 

 

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...