მთავარისიახლეებისამართალინიკა გვარამია: ხელისუფლება , სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე შეთანხმებულად მოქმედებს - ეს...

ნიკა გვარამია: ხელისუფლება , სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე შეთანხმებულად მოქმედებს – ეს მართლმსაჯულების იმიტაციაც კი არ არის

Published on

აპელაცია მიზანმიმართულად მოიხსნა, რათა რუსთავი 2-ის ადვოკატებს და გენერალურ დირექტორს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცემოდათ – ასე შეაფასა  რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა  ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას მიერ დღეს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ფაქტი.

მისი თქმით, ხელისუფლება , სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე შეთანხმებულად მოქმედებს-„ცალსახაა, რომ შეთანხმებულად მოქმედებს ხელისუფლება , სასამართლო და მოწინააღმდეგე მხარე . რამდენადაც ინფომრაცია მომაწოდეს შიგნიდან ადვოკატებმა , მოწინააღმდეგე  მხარემ საერთოდ მოხსნა თავისი აპელაცია. ამის მიზანი არის ის, რომ პროცესი კიდევ უფრო კიდევ უფრო მოკლე ხანში დასრულდეს, ანუ ესეც არ იყოს განსახილველი და რუსთავი 2  საერთოდ არ იყოს მხარე და ამ მოტივით პროცესზე საერთოდ აღარ დაგვიშვან. ეს არის საერთო გადაწყვეტილება, ორკესტრირებული ერთი საერთო ცენტრიდან და ეს არ არის თავისთავად ცხადია მართლმსაჯულება. ეს მართლმსაჯულების იმიტაციაც კი არ არის და ზუსტად იმის გამო , რომ ესე მიმდინარეობს პროცესები, ჩვენი ერი აკლდება უმნიშვნელოვანეს მიღწევას, როგორიც არის ვიზა ლიბერალიზაცია.

ეს სასამართლო კოლეგია, მოსამართლე ურთმელიძე და საერთოდ მთელი სასამართლო სისტემა უნდა გრძნობდნენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას საიმისოდ , რომ საქართველო, ჯერჯერობით ამ ეტაპზე, როგორც ჩანს ვიზა ლიბერალიზაციას ვერ მიიღებს", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...