მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ტაბულას'' პასუხი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე– ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში, შესაბამისად, ...

,,ტაბულას” პასუხი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე– ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში, შესაბამისად, მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი

Published on

თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ  ,,ტაბულა'' მზად არის მიიღოს ივანიშვილის შეთავაზება, მიუხედავად  ,,ეგზოტიკური" ფორმატისა. 

განცხადებაში, რომელსაც იგი ამ შეთავაზების პასუხად აქვეყნებს, ნათქვამია: 

,,რუსთავი ორის'' გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის ეგზოტიკურ შეთავაზებაზე უარი თქვა. რჩება ,,ტაბულა''.

ბუნებრივია, ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალურ ვითარებაში, მსგავსი ეგზოტიკა ჩვენთვისაც მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში.

შესაბამისად:

1. ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი – გამომდინარე იქიდან, რომ არსებულ ფორმატებში სათქმელის გამოხატვას შეუძლებლად მიიჩნევს.

2. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ "ნეიტრალური ტერიტორია" – რადგან ტაბულას ტერიტორია მისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ქირას გადავიხდით ჩვენ და არა ოლიგარქი.

3. რუსთავი ორის პასუხის შემდეგ, ბუნებრივია თანხმლები პირის საჭიროება (რომელსაც თავად მოდერატორს უწოდებენ) მთლიანად გამოირიცხა, მაგრამ თუ მარტო ვერ მოდის, მოიყვანოს და დაისვას გვერდით ვინც უნდა (თუნდაც, კალაძის რომელიმე მოჭიდავე).

4. ჩვენ მზად ვართ მიმოვიხილოთ მისი წერილი.

5. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მისი "რეპლიკები" "სიცრუის ტირაჟირებასთან" დაკავშირებით.

მოკლედ, გელით ბ-ნო ბიძინა.

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...